„ევროპული საქართველო“ - „ქართულმა ოცნებამ“ ორკესტრირებული, ქვეყნისთვის საშიში და ძირფესვიანად ამორალური კამპანია წამოიწყო ნიკა გვარამიას ფრაზის გარშემო, რომელიც მუსლიმური თემის შეურაცხყოფად მონათლეს, რაც ტყუილია

„ქართულმა ოცნებამ“ ორკესტრირებული, ქვეყნისთვის საშიში და ძირფესვიანად ამორალური კამპანია წამოიწყო ნიკა გვარამიას ფრაზის გარშემო, რომელიც მუსლიმური თემის შეურაცხყოფად მონათლეს, რაც ტყუილია,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი ხდება მაშინ, როდესაც გურიაში რელიგიურ საფუძველზე ძალადობას ჰქონდა ადგილი, რაც „ოცნების“ მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს დაწყებული პოლიტიკის შედეგია“.

„ეს ხდება იმ დროს როცა გურიაში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ საფუძველზე კიდევ ერთ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ. ეს და ბევრი სხვა ძალადობის შემთხვევა რელიგიური და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ „ოცნების“ მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს დაწყებული პოლიტიკის შედეგია. ნიკა გვარამიას ფრაზამ ზოგიერთი გულწრფელი ადამიანიც შეაწუხა, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონული ლიდერი ახმედ იმამკულიევი. ახმედი წლებია შრომობს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობის ინტეგრაციაზე ქართულ საზოგადოებაში და უმცირესობათა გამორჩეული ხმაა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ახმედ იმამკულიევი შეცდა და არა იმიტომ, რომ მისი პოზიცია სუს-ის მიერ წამოწყებულ კამპანიას დაემთხვა ან იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკური კომენტატორის კრიტიკა არ შეიძლება, არამედ იმიტომ, რომ ასეთ პოზიცია ყველას გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გადავწყვიტეთ ამ საკითხზე პარტიის პოზიცია საჯარო კიდევ ერთხელ გავხადოთ. გამოხატვის თავისუფლება ადამიანის თავისუფალი არსებობის, მათ შორის რწმენის თავისუფლების უმთავრესი გარანტორია. უაღრესად საშიშია ნებისმიერ რელიგიასთან მიმართებით ირონიის, იუმორის ან ხატოვანი გამონათქვამის დემონიზება და რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეთა შეურაცხყოფად მონათვლა. აქედან სულ ერთი ნაბიჯია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამდე - ან კანონით ან ძალადობით. სწორედ ასეთი შემთხვევაა ნიკა გვარამიას გამონათქვამის გარშემო „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული ბინძური კამპანია. საზოგადოება აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს უმცირესობათა სტიგმატიზების მცდელობას. დაუპირისპირდეს არა მისი აკრძალვით, არამედ საპასუხო სიტყვით. ოღონდ ამ შემთხვევაში, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამიას უმცირესობათა სტიგმატიზება არ უცდია. ეს პოლიტიკური სარკაზმი იყო ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ყველას არ შეუწყონ ხელი ამ განწყობილებათა შექმნას, რადგან ეს საშიშია ყველასთვის და პირველ რიგში თავად უმცირესობებისთვის. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, არასწორი იყო ახმედ იმამკულიევის პოზიციის ევროპული საქართველოს პოზიციად მონათვლა, განსაკუთრებით მაშინ როცა ჩვენი პარტიისა და საქართველოს მუსლიმთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლიდერმა ტარიელ ნაკაიძემ ნათლად და გასაგებად გამოხატა ის დამოკიდებულება, რომელიც ემთხვევა პარტიის საერთო პოზიციას. გამოხატვის თავისუფლება იყო და რჩება იმ ქვაკუთხედად რასაც თავისუფალი, განვითარებული და მდიდარი დემოკრატიები ეფუძნება“,- აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე