კახა კალაძე - ჩემი ძლიერი მხარე ჩემს მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულება და სიყვარულია - ამ ყველაფერს ძალიან ვუფრთხილდები

ჩემი ძლიერი მხარე რაცაა, ესაა საზოგადოების, ქართველი ხალხის დამოკიდებულება ჩემს მიმართ, სიყვარული, რასაც წლების განმავლობაში ვგრძნობ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა, "დღის ნიუსრუმში" აღნიშნა, ეს მისთვის ყველაზე დიდი ბენეფიტია.

მან ასევე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც პარტიაში დაპირისპირებაა ისაუბრა და აღნიშნა, რომ "კლანებსა" და დაპირისპირებაზე საუბარი, "მიზანმიმართული პროპაგანდაა".

"ეს არის ყველაზე დიდი ბენეფიტი ჩემთვის და ამ ყველაფერს ძალიან ვუფრთხილდები. რა კლანებსა და დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ. ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა კონკრეტული ტელევიზიების, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების და ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან, რომ უნდათ, დახატონ რაღაც საშინელება, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვიღაცა ვიღაცას უპირისპირდება სადღაც, ოღონდ არავინ არ იცის, სად და რატომ. ყველამ თავის პარტიას მიხედოს და თავის პოლიტიკურ მომავალზე იფიქროს, ჩვენ როგორმე მივხედავთ ჩვენს თავს და როგორმე მივხედვათ და ღირსეულად ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშეა“,- განაცხადა კალაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს