ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - ვითარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით კვლავ უარესდება, რადგან რუსეთის მცოცავი ანექსია განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

რუსეთის ფედერაციის მცოცავი ანექსია განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ,- ამის შესახებ საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.

„ვითარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით კვლავ უარესდება, რადგან რუსეთის ფედერაციის მიერ ამ რეგიონების მცოცავი ანექსია განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შედეგად, ქართველებს შორის კონტაქტები ამ ორ რეგიონში და მის გარეთ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ამას მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს, რადგან სულ უფრო რთულდება ამ ორ რეგიონში მცხოვრებთათვის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა სასკოლო ან (გადაუდებელი) სამედიცინო მიზეზების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს