აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრა 18 იანვრიდან დაიწყება

აზერბაიჯანი მოსახლეობის ვაქცინაციას ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით ორშაბათიდან, 18 იანვრიდან იწყებს. ქვეყანა, პირველ ეტაპზე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მიიღებს, რომელსაც ჯერ თურქეთში შეიტანენ, შემოწმების შემდეგ კი აზერბაიჯანში გაგზავნიან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, შაჰმარ მოვსუმოვის თქმით, პირველ რიგში სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან, 1-ელი თებერვლიდან კი 65 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია დაიწყება.

ცნობისათვის, აზერბაიჯანმა კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო რეჟიმი 1 აპრილამდე გაახანგრძლივა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს