არჩილ თალაკვაძე - ერთადერთი ხავსი, რასაც ოპოზიციაში ეჭიდებიან, არის საუბრები, თითქოს ჩვენს გუნდში დაპირისპირებაა - ამ საუბრებით სად მივიდნენ, საზოგადოება ხედავს

ერთადერთი ხავსი, რასაც ისინი ეჭიდებიან, არის ის, რომ საუბრობენ, თითქოს გუნდში დაპირისპირებაა - ამ საუბრებით სად მივიდნენ, საზოგადოება ხედავს, - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ოპონენტების განცხადებებს, რომ მმართველ გუნდში რამდენიმე დაპირისპირებული კლანია.

როგორც არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან აღნიშნავს, ოპონენტების განცხადებები მიუთითებს, რომ მათ გეგმა არ აქვთ, არ აქვთ ხედვა, თუ როგორ უნდა გაწიონ ოპონირება.

„ეს პირდაპირ მიუთითებს ჩვენი ოპონენტების სისუსტეზე და იმაზე, რომ მათ მომავალი გეგმა არ აქვთ, არ აქვთ ხედვა, თუ როგორ უნდა იმუშაონ მომავალში, როგორ უნდა გასწიონ ოპონირება.

ამ შემთხვევაში, როდესაც შენ გეგმა არ გაქვს, არ გყავს ძლიერი გუნდი, როდესაც არჩევნებში დამარცხდი და მეორე მხრივ, ის მხარდაჭერაც უარყავი, რაც საზოგადოებამ მოგცა და არ შეხვედი პარლამენტში, ერთადერთი ხავსი, რასაც ისინი ეჭიდებიან, არის ის, რომ საუბრობენ, თითქოს, გუნდში არის დაპირისპირება. წლებია, რაც ამაზე საუბრობენ. ამ საუბრებით სად მივიდნენ, მგონი, საზოგადოება ხედავს.

რაც შეეხება გუნდს, გუნდი არის კონსოლიდირებული, როგორც არასდროს. არის განახლებული, ძალიან პროგრესული. გვაქვს მიზნები და ხედვა. ვიცით ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რა საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - აცხადებს თალაკვაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა