კახა კუჭავა - მეამაყება ირაკლი კობახიძესთან მეგობრობა და მჯერა, რომ მისი მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა

ირაკლი კობახიძემ თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომით და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი კახა კუჭავა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას.

როგორც კუჭავა აცხადებს, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით “ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და წარმატებით განახორციელებს მათ.

„გულითადად ვულოცავ ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას. მან თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომით და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა.

ირაკლის ლიდერობით მიღწეული არაერთი წარმატება გვარწმუნებს, რომ მისი თავმჯდომარეობით „ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და წარმატებით განახორციელებს მათ. იგი 1996 წელს გავიცანი, იურიდიულ ფაკულტეტზე - გამორჩეული იყო თავისი თავმდაბლობით, გულწრფელობით, მეგობრობით, იუმორით, განათლებითა და ცოდნით. მეამაყება ირაკლისთან მეგობრობა და მჯერა, რომ მისი მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და ვუსურვებ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში”, - წერს კუჭავა სოციალურ ქსელში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს