ავსტრია რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკავების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც უწყების მიერ სოციალურ ქსელში "ტვიტერი" გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავსტრია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნავალნი და სრულად გამოიძიოს მასზე თავდასხმა.

"ღრმად შეშფოთებული ვართ ალექსეი ნავალნის დაკავებით მოსკოვში. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია ყველა დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ავსტრია მოუწოდებს დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და სრულ და დამოუკიდებელ გამოძიებას მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში ჩავიდა. ის აეროპორტში დააკავეს.

ინფორმაციისთვის, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს