ადვოკატის განცხადებით, ყოფილმა პოლიციელმა, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ბრალდების შესახებ დადგენილება დახია

ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა განუცხადა, გიორგი მენაბდიშვილმა დადგენილება ბრალდების შესახებ გადახია და ის კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.

„გამომძიებელმა რომ მიაწოდა, შეხედა დადგენილებას და გადახია. შიმშილობს, არავითარ საკვებს არ იღებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძების საკითხს, თუ როდის გაიმართება, არ ვიცი, საქმის მასალები ახლა უნდა გადმომეცეს“, - განაცხადა გაგოევმა.

ცნობისთვის, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფის მუქარით მძევლები 16 იანვარს აიყვანა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან წარმოებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მენაბდიშვილმა მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც დააკავეს. დაკავებული ყოფილი პოლიციელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა