ნოდარ ხარშილაძე - ნავალნიმ დაჭერის შესახებ იცოდა, თუმცა მან ყველას დაანახა, რომ რჩება ერთადერთ ადამიანად ქვეყანაში, რომელსაც პუტინის არ ეშინია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია

ალექსეი ნავალნი იქნება პუტინის პირადი არესტანტი. გააწვალებენ და ბოლოს და ბოლოს ეყოლებათ ისე, რომ მისი სიცოცხლე რუსეთში შეუძლებელი გახადონ,- ამის შესახებ ექსპერტმა ნოდარ ხარშილაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ნავალნიმ დაკავების შესახებ წინასწარ იცოდა, თუმცა მოსკოვში ჩასვლით თავის მხარდამჭერებსა და ზოგადად რუსეთს აჩვენა, რომ ის რჩება ქვეყანაში ერთადერთ ადამიანად, ვისაც პუტინის არ ეშინია. ხარშილაძის თქმით, ეს მისი მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილია.

„ნავალნის დაჭერა გარდაუვალი იყო და თვითონ ნავალნიმაც იცოდა. არანაირი აზრი, ამ ეტაპზე, თუ რისთვის დაიჭირეს ანუ ოფიციალური მიზეზი რა იქნება, არ აქვს. ის დაიჭირეს იმისთვის, რომ ბედავს და ერთადერთია რუსეთში, ვინც ღიად ებრძვის პუტინს. ამდენი წლის შემდეგ ყველა, ან იყიდეს, ან დააშინეს, ან ქვეყნიდან გააქციეს, ისეთი ადამიანები ვინც ღიად ებრძვიან პუტინს, ძალიან ცუდად ამთავრებენ ხოლმე. ერთი ასეთი ადამიანი, ვინც გადარჩა ცოცხალი, მაგრამ 11 წელი იჯდა ციხეში, ხადარკოვსკი იყო. ნავალნისაც იგივე ბედი უწერია, ჯერ მისი მოკვლა სცადეს, რომელიც ნავალნიმ თავისი გამოძიებით დააკავშირა რუსულ სპეცსამსახურებთან და დასცინა მათ. ის იქნება პუტინის პირადი არესტანტი. შეიძლება არაფერი არ მიუსაჯონ, ცოტახნით გამოუშვან, შემდეგ კიდევ დაიჭირონ, გააწვალებენ და ბოლოს და ბოლოს ეყოლებათ ისე, რომ მისი სიცოცხლე რუსეთში შეუძლებელი გახადონ.

ნავალნის პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, ეს გემოვნებისა და მსოფლმხედველობის ამბავია, მაგრამ ძალიან გაბედული და პრინციპული ადამიანია. ზუსტად რომ იცოდა, მას ასე მოექცეოდნენ, იმიტომ წავიდა პრინციპულად, რათა დაანახოს თავის მხარდამჭერებსა და მთლიანად რუსეთს, რომ ის რჩება იმ ერთადერთ ადამიანად ქვეყანაში, რომელსაც პუტინის არ ეშინია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია,“- განაცხადა ხარშილაძემ.

ცნობისთვის, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა