დავით ზალკალიანმა და ესპანეთის შს მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის რეადმისიის შეთანხმების გაფორმებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან შეხვედრა გამართა, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს სანიტარული კრიზისის მართვის მიზნით შექმნილ საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ პანდემიასა და მისი მართვის პროცესს, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასიურ წარმოებაზე და მისი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს მიერ ვაქცინაციის გეგმის დამტკიცებასა და ვაქცინების მოპოვების კუთხით საქართველოს მიერ წარმოებულ სამუშაოებზე მიაწოდა ინფორაცია.

„ამ მხრივ განსაკუთრებული მადლიერება გამოითქვა პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის, ესპანეთის სამეფოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისა და მზაობისთვის დაეხმარონ საქართველოს ამ პროცესში. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ესპანეთის წარმატებულ თანამშრომლობას სამართალდამცავ სფეროში და ორი ქვეყნის მხრიდან პოლიციის ატაშის ინსტიტუტის ეფექტურ ფუნქციონირებას. მინისტრებმა, ასევე, მიმოიხილეს უვიზო რეჟიმის წესების დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები, მათ შორის, მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილება 2021 წლის 1 იანვრიდან ე.წ. გასვლის კონტროლის ამოქმედების შესახებ. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ესპანეთს შორის რეადმისიის შეთანხმების გაფორმებას. განიხილეს შესაძლებლობა ესპანეთში ქართული მართვის მოწმობების აღიარების თაობაზე, რისთვისაც კარგ ნიადაგს ქმნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები, კერძოდ კი ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა, რომლის თანახმადაც, ქართული მართვის მოწმობები სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს,“- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა