ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, რადგან ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის თემაზე წელს არ გვისაუბრია, იმედია არ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენი საუბრის დაწყებას ამ თემით შემოგთავაზებთ.

ივანიშვილი პოლიტიკიდან მაშინ წავიდა, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

როგორც ჩანს, ივანიშვილის თანამებრძოლების უახლოესმა გარემოცვამ ივანიშვილის გეგმების შესახებ იცოდა, მაგრამ 31 ოქტომბერს არ იცოდნენ მათ, ვინ არჩევნების დღეს ხმაქართულ ოცნებასივანიშვილის გამო მისცეს.

ასეა თუ ისე, ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულად ითვლება. როგორ შეაფასებდით იმ რეალობას, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დადგა?

- ამ თემაზე ვერც ვილაპარაკებდით, ვინაიდან ბატონი ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მოულოდნელი იყო.

ამ მოვლენის გასაანალაიზებლად, რამდენიმე გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. უპირველეს ყოვლისა, 31 ოქტომბერს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არავინ, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, თვითონ ბატონმა ბიძინამაც, არ იცოდა. ყველაფერი არჩევნების შედეგებმა და არჩევნების შემდეგ შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა.

31 ოქტომბერს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არავინ, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, თვითონ ბატონმა ბიძინამაც, არ იცოდა. ყველაფერი არჩევნების შედეგებმა და არჩევნების შემდეგ შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა

ამ თვალსაზრისით, ერთგვარი პოლიტიკური რუბიკონია 2021 წლის 6 იანვარი, რომელმაც, ჩემი აზრით, შეუქცევადი ცვლილებები განაპირობა პოლიტიკურ ფილოსოფიაში, ცნობიერებასა და სტრატეგიებში.

ძალიან მიკვირს, რომ იმ დღის მოვლენები ჩვენი პოლიტოლოგების მიერ საერთოდ არ არის გაანალიზებული. 6 იანვრის შემდეგ ვერც ერთი რადიკალური ოპოზიციური ლოზუნგი ვერც საერთაშორისო პარტნიორების, ვერც პოლიტიკური ელიტებისა და ვერც საქართველოს მოსახლეობის ვერავითარ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

გაყალბებული არჩევნებით აპელირება კი ხომ საერთოდ ანეკდოტურად გვეჩვენება აშშ-ში განვითარებული მოვლენებისა და დონალდ ტრამპის ნარატივის ფონზე. მსოფლიომ უსაფრთხოებაზე დადო ფსონი და ამ თვალთახედვიდან ნებისმიერი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ექსტრემიზმს უტოლდება.

გაყალბებული არჩევნებით აპელირება კი ხომ საერთოდ ანეგდოტურად გვეჩვენება აშშ-ში განვითარებული მოვლენებისა და დონალდ ტრამპის ნარატივის ფონზე. მსოფლიომ უსაფრთხოებაზე დადო ფსონი და ამ თვალთახედვიდან ნებისმიერი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ექსტრემიზმს უტოლდება

ტყუილად ხომ არ მოუწოდა ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეამ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში უპირობოდ შესვლისკენ.გარდა ამისა, ბატონმა ბიძინამ, რასაკვირველია, მხედველობაში ის გარემოებაც მიიღო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები ზედიზედ მესამედ მოიგო, მეტის გაკეთება შეუძლებელია და ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მისი პოლიტიკური მისია დასრულებულია.

ტყუილად ხომ არ გაუსვა მან ხაზი იმ გარემოებას, რომ იმედი აქვს მომდევნო არჩევნებში ახალი, დაბალანსებული, ზომიერი პოლიტიკური ძალის გამარჯვების.

ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები ზედიზედ მესამედ მოიგო, მეტის გაკეთება შეუძლებელია და ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მისი პოლიტიკური მისია დასრულებულია

იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საბოლოოა, ჩემი აზრით შემდეგი ფაქტი მეტყველებს, რომელსაც პოლიტოლოგები საერთოდ არავითარ ყურადღებას არ აქცევენ, ხოლო ოპონენტები მორცხვად ივიწყებენ - იგი აღარ არის მილიარდერი - მან, როგორც თვითონ აცხადებს, 1.5 მილიარდი დოლარი საქველმოქმედოდ განათავსა, ქონების დიდი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, შვილებს გაუნაწილა, თავისთვის და მეუღლისთვის კი 200 მილიონი დოლარი დაიტოვა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მას თავისი ცხოვრების შემოდგომის გატარება წყნარად და უშფოთველად სურს.

ეჰ, მილიარდერი რომ ვყოფილიყავი, მეც ასე მოვიქცეოდი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი არ მიეხმარება ახლად გაჩენილ პოლიტიკურ ძალას, თუკი მასში შესაბამისი პოტენციალი დაინახა. მაგრამ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას იგი აღარ დაუბრუნდება. შეიძლება მეშლება, მაგრამ მე ამისი გულწრფელად მჯერა.

ეჰ, მილიარდერი რომ ვყოფილიყავი, მეც ასე მოვიქცეოდი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი არ მიეხმარება ახლად გაჩენილ პოლიტიკურ ძალას, თუკი მასში შესაბამისი პოტენციალი დაინახა. მაგრამ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას იგი აღარ დაუბრუნდება. შეიძლება მეშლება, მაგრამ მე ამისი გულწრფელად მჯერა

- ივანიშვილის ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მას პოლიტიკიდან მაშინ არ უნდოდა წასვლა, როცაქართული ოცნებაოპოზიციაში აღმოჩნდებოდა.

მათი შეფასებით, ივანიშვილმა ქართული პოლიტიკის სცენა არა გამარჯვებულმა, არამედ დამარცხებულმა დატოვა, ვინაიდან მისი მთავარი ოპონენტის, სააკაშვილის პარტიამ 2020 არჩევნებზე 27% აიღო. ბევრი არაფერი ეშველა სიღარიბეს და უმუშევრობას.

მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საკმაოდ დიდი ვალები აქვს აღებული, მისი 8 წლიანი მმართველობის პერიოდში ბევრი არც არაფერი გაკეთებულა, რითაც მას და მის გუნდს შეუძლიათ იამაყონ.

მათივე მტკიცებით, ვითარებაში, როცაქვეყანა იძირება“, საერთაშორისო ასპარეზზე გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა სხვა არაფერია, თუ არა 8 წლიან მმართველობაზე პასუხიმგებლობის აღებაზე უარის გაცნობიერებულად თქმა.

თქვენ როგორ აღიქვით ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადებები და ამავე თემაზე მისივე განმარტებები და თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი და გულწრფელი იყო ისინი?

- პოლიტიკური ოპოზიციის და, ვთქვათ სიმართლე, საერთოდ, იშვიათი გამონაკლისით, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია. რატომღაც პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობა გულუბყვილოა და გაუნათლებელი. მერწმუნეთ, ეს ესე არ არის.

პოლიტიკური ოპოზიციისა და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია. რატომღაც პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობა გულუბყვილოა და გაუნათლებელი. მერწმუნეთ, ეს ესე არ არის

გამოკლება მეორე კლასში ვისწავლეთ. აბა, 48-ს 27 რომ გამოვაკლოთ, რამდენი იქნება? თუ არ მეშლება, 21? ამდენი პროცენტი ორის გარდა ხომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ დააგროვა. აბა, როგორ არის ივანიშვილი დამარცხებული? და საერთოდ, რატომ ვაიგივებთ ივანიშვილს „ქართულ ოცნებასთან“? მაშინ რა, აშშ-ს საპრეზიდენტო და სენატის არჩევნები წელს ავრაამ ლინკონმა წააგო? კი, ბატონო, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ლიდერი იყო, მაგრამ როგორც საქართველოს ღერბზე წერია - „ძალა ერთობაშია“.

ამიტომ, თუ პარტიაში ლიდერობისთვის კინკლაობა არ დაიწყო, რაც უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის, „ქართული ოცნება“ დარჩება გავლენიან პოლიტიკურ ძალად.

ეხლა საგარეო ვალების შესახებ. „ქართული ოცნების“ მთავრობა პირველი ადმინისტრაცია იყო, რომელმაც საერთაშორისო ვალების გადახდა დაიწყო. 2020 წელსაც მნიშვნელოვანი ვალების დაფარვა იყო გათვალისწინებული, მაგრამ კორონავირუსი დაგვესხა თავს. უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვერც ერთმა, ვიმეორებ, ვერც ერთმა სახელმწიფომ სამთავრობო ვალების დაფარვა ვერ მოახერხა.

ქართული ოცნების“ მთავრობა პირველი ადმინისტრაცია იყო, რომელმაც საერთაშორისო ვალების გადახდა დაიწყო. 2020 წელსაც მნიშვნელოვანი ვალების დაფარვა იყო გათვალისწინებული, მაგრამ კორონავირუსი დაგვესხა თავს. უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვერც ერთმა, ვიმეორებ, ვერც ერთმა სახელმწიფომ სამთავრობო ვალების დაფარვა ვერ მოახერხა

საქართველო ვაკუუმში არ იმყოფება, იგი გლობალიზებული სამყაროს გარემოცვაშია მოქცეული. ნახეთ, რა ხდება თუნდაც იტალიაში? რამდენმილიარდიანი სესხის აღება მოუწია მას? ან როგორია მდგომარეობა თურქეთში? ირანში? აზერბაიჯანში? სომხეთში? რუსეთში? როგორია იქ სამომხმარებლო ფასების ინდექსები ან ეროვნული ვალუტების დევალვაცია?

ამ ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია და ამ თვალსაზრისით საქართველოში ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ვითარება აშკარად კონტროლს ექვემდებარება. მძიმე ვითარებაში მყოფ მთავრობას კრიტიკის მაგივრად დახმარების ხელის გაწვდა ესაჭიროება, მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი თავდაყირა დგას - რაც უარესია, უკეთესია.

ამ ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია და ამ თვალსაზრისით საქართველოში ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ვითარება აშკარად კონტროლს ექვემდებარება. მძიმე ვითარებაში მყოფ მთავრობას კრიტიკის მაგივრად დახმარების ხელის გაწვდა ესაჭიროება, მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი თავდაყირა დგას - რაც უარესია, უკეთეასია

სიღარიბის შესახებ. კომუნისტურ ეპოქაში საქართველო უმდიდრესი სოციალისტური რესპუბლიკა იყო. უმწვავესი კრიზისი სათავეს ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის დროს იღებს და დღესაც არ არის ამოწურული. ვერც ერთმა ადმინისტრაციამ სიღარიბის დაძლევა ვერ მოახერხა, პირიქით, სააკაშვილის ადმინისტრაციის დროს უმუშევრობა და სიღარიბე საქართველოში მნიშვნელოვანწილად გაიზარდა. ამიტომ ამ ქვაკუთხედიდან ივანიშვილის კრიტიკა აშკარად უსამართლოა.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულმა ადმინისტრაციამ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მრავალი ნეგატიური მოვლენის მიუხედავად, თავისი აგური შემატა - ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა მოგვიტანა, ედუარდ შევარდნაძემ ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებას ჩაუყარა საფუძველი, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო გააძლიერა და საშუალო ჩინოვნიკურ ფენაში კორუფცია მოსპო, ბიძინა ივანიშვილმა კი ქვეყანაში თანამედროვე სოფლის მეურნეობა განავითარა და სახელმწიფოს ევროპული ელფერი შეძინა.

ისე კი, ლუკიანეს სიტყვებისა არ იყოს, „Iuppiter iratus ergo nefas“ (იუპიტერ, ბრაზობ, ე.ი. მართალი არ ხარ).

ამით მე სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ 8 წლის მმართველობა უნაკლო იყო. ჩემი აზრით, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ეს კი იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ „ქართული ოცნება“ მთავრობას ტრადიციულად არა პროფესიული, არამედ პარტიული და ერთგულების ნიშნით აკომპლექტებდა. ამიტომ, დიდი ხნის წინ ჩემი ნათქვამი დღესაც ძალაშია - საქართველო გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყანაა.

მე სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ 8 წლის მმართველობა უნაკლო იყო. ჩემი აზრით, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ეს კი იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ „ქართული ოცნება“ მთავრობას ტრადიციულად არა პროფესიული, არამედ პარტიული და ერთგულების ნიშნით აკომპლექტებდა

ამიტომ, დიდი ხნის წინ ჩემი ნათქვამი დღესაც ძალაშია - საქართველო გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყანაა.

- „ქართული ოცნებისყრილობაზე ითქვა, რომ ივანიშვილის წასვლით მმართველმა გუნდმა დიდი ავტორიტეტისა და რესურსების თავმჯდომარე დაკარგა, მაგრამ პარტია მზადაა აიღოს თავის თავზე პასუხიმგებლობა და ივანიშვილის წასვლით პარტიის წინაშე არსებულ გამოწვევას პარტიის შიგნით კონსოლიდაციით უპასუხოს.

რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის მიერქართული ოცნებისლიდერად კობახიძის დატოვება, იქნება თუ არა კობახიძე გახარიასუფროსიდა რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მმართველ გუნდში პირველობისთვის ბრძოლა დაიწყება?

- როგორც პრინციპულად უპარტიო კაცი მე, რასაკვირველია, „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოს არ ვიცნობ. ამასთან, მოგეხსენებათ, პიროვნებების საჯაროდ დახასიათება არ მჩვევია.

ზოგადად, მაინც გიპასუხებთ. ვთვლი, რომ დაახლოებით თანაბარი გავლენის მქონე „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ ლიდერებს გამოკვეთილი ფუნქციები აქვთ. ერთი მთავრობას ხელმძღვანელობს, მეორე - თბილისის მერიას უდგას სათავეში, მესამე პარლამენტის თავმჯდომარეა და ასე შემდეგ. რასაკვირველია, პარტიის თავმჯდომარემ პარტიის გამტკიცებასა და მისი გავლენის გაზრდაზე უნდა იზრუნოს და მას სხვა ფუნქცია არ უნდა ქონდეს.

კარგია თუ ცუდი კობახიძის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი, ეს პარტიის შედა სამზარეულოა და მისი პასუისმგებლობის საკითხია. მეჩვენება, რომ დღეიდან გადაწყვეტილებები კონსენსუსის პრინციპით იქნება მიღებული და ეს შიდაპარტიული დამოკრატიის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად მდგრადი იქნება მიღწეული წონასწორობა.

ლეგიტიმურობაში მთავარი კანონის უზენაესობაა და სხვა არაფერი. ჩვენი არჩევნების ლეგიტიმურობა კი საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და ოპოზიციის უდიდესი ნაწილის პარლამენტში შეუსვლელობის გამო 2020 წლის არჩევნების შედეგებით არჩეულ პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს.

ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ამგვარი ლოგიკა - ვინც აირჩიეს, ის წავიდა ვინც დარჩა, ისინი ივანიშვილის გამო იქნენ არჩეული და შესაბამისად, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის.

დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება, თან აუცილებლად. ბევრი თვლის, რომ ეს შესაძლოა წლის ბოლომდე გაირკვეს. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება?

- ოტო ფონ ბისმარკის სიტყვებით, „პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა“. ასეთი მაგალითი.

აშშ-ს პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის გადადგომის შემდეგ, ამერიკის ადმინისტრაციას სათავეში ვიცე-პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი ჩაუდგა. პარადოქსი იმაშია, რომ იგი საერთოდ არ იყო ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული - იგი სენატმა გადამდგარი არჩეული ვიცე-პრეზიდენტის სპირო აგნიუს (სპიროს ანაგნოსტოპულოსის) სანაცვლოდ დანიშნა. რა, ვინმემ დააყენა ეჭვქვეშ ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციის ლეგიტიმურობა? ლეგიტიმურობაში მთავარი კანონის უზენაესობაა და სხვა არაფერი. ჩვენი არჩევნების ლეგიტიმურობა კი საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა.

მეჩვენება, რომ ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლა „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის მოქნილობასა და პოლიტიკურ სიბრძნეზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, როგორ ჩააბარებს იგი პირველ გამოცდას

მეჩვენება, რომ რამდენიმე პარტიას პარლამენტში შესვლა ნამდვილად უნდა, მაგრამ ნაჩქარევად ნათქვამი სიტყვების უკან წაღება არავაჟკაცურ საქციელად მიაჩნია და იხტიბარს არ იტეხს.

ასევე მეჩვენება, რომ ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლა „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის მოქნილობასა და პოლიტიკურ სიბრძნეზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, როგორ ჩააბარებს იგი პირველ გამოცდას.

ოპოზიციურ პარტიებში წინააღმდეგობები იმდენად თვალსაჩინოა, რომ პარტიული ლიდერები ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე დროს არ იშურებენ. სულაც არ მაინტერესებს ასეთ კინკლაობაში ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, ამ შემთხვევაში ყველას იმიჯს ზიანი ადგება

- უკვე ვიცით, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც ოპოზიცია თავისი დღის წესრიგიდან არ მოხსნის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას. ოპოზიციიდან პარლამენტში მაქსიმუმ 2-4 დეპუტატი შევიდეს.

ახლა ბევრი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ოპოზიციას სამოქმედო გეგმა არ აქვს. თქვენი დაკვირვებით, ასეთ ფონზე რა ხდება ოპოზიციაში? სავარაუდოდ, ბრძოლის რა გზას, სტრატეგიასა და ტაქტიკას აირჩევს პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიცია?

- მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციური, ასე ვთქვათ, ერთიანი ფრონტი თავიდანვე მკვდრადშობილ ჩვილად მიმაჩნდა და ეს თქვენთვის არ დამიმალია. ქართულ სინამდვილეში, სადაც პოლიტიკოსებში ასეთი დაუოკებელია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, მხოლოდ ნეგაციაზე, უარყოფაზე, ზიზღზე დაფუძნებული ალიანსი, რომელსაც ძლიერი და ქარიზმატიული ლიდერი არ ჰყავს, მეტად არამდგრადია.

არადა, ოპოზიციურ პარტიებში წინააღმდეგობები იმდენად თვალსაჩინოა, რომ პარტიული ლიდერები ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე დროს არ იშურებენ. სულაც არ მაინტერესებს ასეთ კინკლაობაში ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, ამ შემთხვევაში ყველას იმიჯს ზიანი ადგება.

თუ არ გამოჩნდა ახალი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გაითვალისწინებს როგორც მმართველი ძალის, ასევე ოპოზიციური პარტიების შეცდომებს, პოლიტიკას თეთრი ფურცლიდან დაიწყებს, ჩვენ კიდევ დიდხანს განწირულნი ვიქნებით ყოველდღე ვისმინოთ „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ უკვე ყელში ამოსული ლანძღვა-გინება

ოპოზიციურ პარტიებში წინააღმდეგობები იმდენად თვალსაჩინოა, რომ პარტიული ლიდერები ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე დროს არ იშურებენ. სულაც არ მაინტერესებს ასეთ კინკლაობაში ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, ამ შემთხვევაში ყველას იმიჯს ზიანი ადგება.

რამდერჯერ მიმიცია რჩევა ჩემთვის საინტერესო პარტიებისთვის - შეეშვით სხვათა კრიტიკას, შეეშვით ოპოზიციური არამდგრადი ალიანსების შექმნას, მიყევით, ფრენკ სინატრას ცნობილი სიმღერისა არ იყოს, თქვენ გზას. დღეს თუ არა ხვალ გაიმარჯვებთ.

ეხლა კი, შექმნილ ვითარებაში, ერთიანი პოლიტიკის გამომუშავება, თანაც ახალი, ნოველური, მოულოდნელი, მიმზიდველი იდეების სრული არარსებობის პირობებში, ძნელად წარმოსადგენი მიმაჩნია. ამიტომ თუ არ გამოჩნდა ახალი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გაითვალისწინებს როგორც მმართველი ძალის, ასევე ოპოზიციური პარტიების შეცდომებს, პოლიტიკას თეთრი ფურცლიდან დაიწყებს, ჩვენ კიდევ დიდხანს განწირულნი ვიქნებით ყოველდღე ვისმინოთ „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ უკვე ყელში ამოსული ლანძღვა-გინება.

არ გამოვრიცხავ სრულიად ახალი პარტიის დაფუძნებას, მეტიც, ეს საკმაოდ მოსალოდნელიცაა

- ახლა ხშირად გაიგონებთ ამგვარ მოსაზრებას - თუ ივანიშვილი ნამდვილად გავიდა თამაშიდან, ასეთ შემთხვევაში სააკაშვილის ფიგურაც დაკარგავს აქტუალობას.

არც ისეთი გულუბრყვილო ვარ ამ დაშვებებისა და ამგვარი ლოგიკის დავიჯერო, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ხდება, ძნელი წარმოსადგენია რომ უმოკლეს დროში შესაძლებელი გახდეს იმგვარი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, რომელსაც ამომრჩეველიოცნებისადანაცმოძრაობისალტერნატივად ჩათვლის.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომოცნებაისევ ივანიშვილის მიერ დასპონსორებულმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაანაცვლოს?

- „ქართული ოცნებაც“ ყველასთვის მოულოდნელად მყისიერი სისწრაფით დაფუძნდა. ამასთან, ივინიშვილის გარდა არსებობენ სხვა მდიდარი ქართველები, რომლებსაც თავისი შვილების მომავალი აღელვებთ. მე არ გამოვრიცხავ სრულიად ახალი პარტიის დაფუძნებას, მეტიც, ეს საკმაოდ მოსალოდნელიცაა.

თვის დროზე, არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ფუნქცია „ლელოს“ შეეძლო შეესრულებინა, მაგრამ არ ვიცი, პოლიტიკურმა გამოუცდელობამ თუ ივანიშვილის ზიზღმა ეს შესაძლებლობა დააკარგინა.

ახალი პარტიის დასაფუძნებლად კი უნდა გამოჩნდეს ქარიზმატიული, ამბიციური, ჭკვიანი, იდეებით გაჟღენთილი და მენეჯმენტის გამოცდილების მქონე პიროვნება. რა, ასეთები საქართველოში მთლიანად გამოილია?

- საუბრის დასაწისში ჩვენ გაკვრით შევეხეთ მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ ვითარებასა და გეოპოლიტიკური რეალიების ცვლილების თემას.

ამ ცვლილებებზე საუბრისას ყველა თანხმდება, რომ საქართველოს საფრთხეები აშკარად იზრდება. როგორ შეიძლება აისახოს ცვლილებები გეოპოლიტიკურ რეალიებში საქართველოსა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე რეალურად დგას?

- ყველაფერი ახალი - დავიწყებული ძველია, საფრთხეები იგივეა, მაგრამ, ასე ვთქვათ, სახეცვლილი და გათანამედროებული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არავის აღუდგენია და არავინ არ იცის, მრავალი დაპირების მიუხედავად, ეს როგორ უნდა გაკეთდეს. პუტინი იდგება რუსეთის სათავეში თუ ნავალნი, რუსეთის ლიდერს საქართველოზე მაინც ექნება მგლის კბილები ალესილი.

პუტინი იდგება რუსეთის სათავეში თუ ნავალნი, რუსეთის ლიდერს საქართველოზე მაინც ექნება მგლის კბილები ალესილ... ერთადერთი ხსნაა ნატოსა და ევროკავშირში სრულფასოვანი გაწსევრიანება. ზუსტად ამას და არა პოლიტიკურ დაპირისპირებას უნდა შევალიოთ ჩვენი ძალისხმევა და დრო

როგორც არ უნდა გვაშინებდნენ პოლიტოლოგები, აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის ფონზე საქართველოს როლი იზრდება და აქ უმნიშვნელოვანესია თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამკუთხედი. იზრდება აშშ-საქართველოს და ნატო-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაც, ვინაიდან თურქეთი ვეღარ იქნება ნატოს ბურჯი რეგიონში.

ასეთ ვითარებაში ერთადერთი ხსნაა ნატოსა და ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანება. ზუსტად ამას და არა პოლიტიკურ დაპირისპირებას უნდა შევალიოთ ჩვენი ძალისხმევა და დრო.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო