რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე - ერთადერთი, რის იმედზეც არიან, არის ის, რომ გაზაფხულზე ელოდებიან მძიმე სოციალურ ფონს და იქნებ ეს მაინც გამოიყენონ თავისი ძალისმიერი მიზნების განსახორციელებლად

ერთადერთი, რის იმედზეც არიან და რაც შევიტყვეთ, არის ის, რომ გაზაფხულზე ელოდებიან მძიმე სოციალურ ფონს ქვეყანაში და იქნებ ეს მაინც გამოიყენონ თავისი ძალისმიერი მიზნების განსახორციელებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის დისკუსია, რაც ახლა არის ოპოზიციაში, მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიზანი არასდროს ყოფილა შეთანხმების მიღწევა.

„ეს იყო ერთგვარი ფარსი მათი მხრიდან, რასაც ადასტურებს მათი ქმედება ყოველი რაუნდის განმავლობაში. ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას არა მხოლოდ ამ პროცესების მიმართ, არამედ ამომრჩევლის მიმართაც, რაც არის უპასუხისმგებლობა და დესტრუქციული. მე ვფიქრობ, მსგავსი აქტორების ადგილი, ვისაც არ შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკაშია და მითუმეტეს, არც პარლამენტში.

ჩვენ მოვისმინეთ, რომ ისინი შიდა საუბრებშიც აღიარებენ, რომ სინამდვილეში არჩევნები არ გაყალბებულა, მათ არ აქვთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, უფრო მეტიც, არ აქვთ საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერაც კი და ერთადერთი რის იმედზეც არიან, რაც შევიტყვეთ, არის ის, რომ გაზაფხულზე ელოდებიან, რომ მძიმე სოციალური ფონი იქნება ქვეყანაში და იქნებ ეს მაინც გამოიყენონ იმისთვის, რომ თავისი ძალისმიერი მიზნები განახორციელონ. ცხადია, ეს მათ არ გამოუვათ, რადგან საქართველო ღირსეულად გაართმევს თავს გამოწვევებს, რაც იქნება იმ პასუხისმგებლობის შედეგი, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ხელისუფლების წევრებს აქვთ",- განაცხადა იონათამიშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ