კახა კუჭავა ხაზარაძის და ელისაშვილის დაპირისპირებაზე - ოპოზიცია ერთიანობის ჩვენებას ცდილობს, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს არის მოჩვენებითი ერთიანობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, „ოპოზიცია დიდი ხანია ერთიანობის ჩვენებას ცდილობს, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს არის მოჩვენებითი ერთიანობა". ასე გამოეხმაურა კუჭავა მამუკა ხაზარაძეს და ალეკო ელისაშვილს მომხდარ დაპირისპირებას.

„რეალურად ჩვენ გვესმის მათთვის მნიშვნელოვანი გზავნილები იმის შესახებ, რომ კუთვნილი მანდატები მიიღონ და ქუჩის მაგივრად, პარლამენტში გასწიონ ოპონირება. ამას ზოგო ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი - არა, რაც დაძაბულობის მიზეზს წარმოადგენს. რეალურად საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია ერთიანი არ არის“, - განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე გუშინ ალეკო ელისაშვილს „რუსთავი 2“-ის ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდა და მას მატყუარა და ავანტიურისტი უწოდა. ხაზარაძემ ელისაშვილს მოუწოდა, ოპოზიციის გვერდით არ გაიაროს და განაცხადა, რომ მისნაირ ადამიანს ხელს არ ჩამოართმევს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო