ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ცენტრალურ ნაწილში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტებმა ალ-ტაიარანის მოედანზე, ხალხით სავსე ბაზარში აიფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია 20-ზე მეტი დაშავებულის შესახებაც.

CNN-ის ცნობით, ეს ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი პირველი თავდასხმაა ბოლო 2 წლის განმავლობაში.

იხილეთ ვიდეო:ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს