ირაკლი ბერაია - ოპოზიციის გეგმებს აქციებთან დაკავშირებით სერიოზულად არ აღვიქვამ, მათ ამის არანაირი რესურსი არ აქვთ

ოპოზიციის გეგმებს აქციებთან დაკავშირებით სერიოზულად არ აღვიქვამ და ვთვლი, რომ მათ ამის არანაირი რესურსი არ აქვთ, - ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წევრების გაკეთებულ განცხადებებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის შესაძლო გამოცხდების თაობაზე.

"მათი გადასაწყვეტია რას გამოუცხადებენ ბოიკოტს. ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში ყველას აქვს თავისუფალი მოქმედებების შესაძლებლობა. თუკი ვინმე ჩათვლის, რომ კონკრეტულ პროცესებს უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი, ეს არის მათი გადასაწყვეტი. რაც შეეხება აქციებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქუჩაში გამოხატოს პროტესტი კანონის ფარგლებში, ეს არის დასაშვები და ყველას აქვს ამის შესაძლებლობა,"- განაცხადა ბერაიამ.

ცნობისათვის, "ევროპული საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გაზაფხულისთვის აქციები დაანონსა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს