კახა კალაძე - სტრასბურგის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ბერკეტია დეოკუპაციისთვის, ორი სიტყვით კი - ყინული დაიძრა!

ეს გადაწყვეტილება არის დიდი გარღვევა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირებისთვის და მნიშვნელოვანი ბერკეტი დეოკუპაციისთვის, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

მერის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება ოკუპაციის შესახებ, კონკრეტულად რუსეთთან მიმართებით, ჯერ არ გვქონია.

,,მეგობრებო, გილოცავთ! დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ. მსგავსი გადაწყვეტილება ოკუპაციის შესახებ, კონკრეტულად რუსეთთან მიმართებით ჯერ არ გვქონია. ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმისთვის. წინ დიდი გზა არის გასავლელი. უდიდესი შრომა, პროფესიონალიზი ჩაიდო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ამ გამარჯვების მისაღწევად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი ვერდიქტი გამოაქვეყნა საქართველო - რუსეთს შორის მიმდინარე დავაზე 2008 წლის 12 აგვისტოდან და შემდგომ პერიოდში. ანუ მას შემდეგ რაც ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რუსეთმა კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია. ეს გადაწყვეტილება არის დიდი გარღვევა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირებისთვის, არის მნიშვნელოვანი ბერკეტი დეოკუპაციისთვის. ორი სიტყვით კი - ყინული დაიძრა! ასეა ,,სიმართლის მთაზე ცოცვა არასდროსაა ამაო“. არც ის დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვებას ზრუნვა უყვარს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას გამარჯვების დიდ გზაზე და მადლობა ყველას, ვისაც ამაში საკუთარი წვლილი შეაქვს!“, - აღნიშნავს კახა კალაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა