გარემოს ეროვნულ სააგენტოში განახლებული კლიმატური ცნობარი მომზადდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა საქართველოს სამეცნიერო-გამოყენებით კლიმატურ ცნობარზე მუშაობა დაასრულეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ცნობარი შედგენილია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (World Meteorological Organization) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს საქართველოს მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებულ მრავალწლიან მონაცემებს და მათი ანალიზის საფუძველზე მომზადებულ ინფორმაციას.

"ცნობარში შესულია ცალკეული კლიმატური პარამეტრები (მზის რადიაცია, ჰაერის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე და მიმართულება და სხვა) და კომპლექსური კლიმატური მახასიათებლები (ტემპერატურა-ქარი, ირიბი წვიმა და სხვა). ცნობარი მნიშვნელოვანი დოკუმენტია სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, მშენებლობის და კლიმატური პირობებისადმი მგრძნობიარე სხვა დარგების ეფექტიანი მართვის განსახორცილებელად",-აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია