მაია ცქიტიშვილი - იმ შემთხვევაში, თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა განახლდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც

დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც თითოეული გადაწყვეტილება არის რთული, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რა პრობლემების წინაშე იმყოფება ბიზნესი, მათ აქვთ პასუხისმგებლობა დასაქმებული პერსონალის წინაშე, ასევე უმეტესობას აქვს სესხები, გეგმები და რა თქმა უნდა, ყველასთვის რთულია, როდესაც ვერ ვგეგმავთ მომავალს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასრტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურ შეღავათს უწევს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის არის გადასახადებისგან გათავისუფლება, ქონების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მნიშვნელოვანი სუბსიდირება და ბანკებთან დახმარება.

„გარდა იმისა, რომ ვიცით რესტორნების პრობლემა, ჩვენ ასევე ვცდილობთ მათ დავეხმაროთ. 2020 წლის მსგავსად, 2021 წელსაც მათ მთლიანად ჩამოეწერათ ქონების გადასახადი და გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. 2020 წელს 4 თვით გადაუვადდათ საშემოსავლო გადასახადი, რაც შემდგომში ჩამოეწერათ. ამასთან, რესტორნებს, სხვა ბიზნესის მსგავსად, 150 ლარის ოდენობით თითო დასაქმებულზე საშემოსავლო გადასახადი უსუბსიდირდება სახემწიფოს მხრიდან და ახლა უკვე 2021 წელს 6 თვის განმავლობაში, ყველა რესტორანს, რომელიც მოითხოვს ამ პროგრამაზე წვდომას, სასესხო საპროცენტო გადასახადის 80% დაუსუბიდირდება სახელმწიფოს მხრიდან“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის გარდა, რესტორნების მხოლოდ გატანის სერვისის შენარჩუნება ვირუსის გავრცელების მაღალი რისკმა განაპირობა. იმ შემთხვევაში, კი თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა განახლდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

„საქართველოში სხვადასხვა ტიპის რესტორნებია, ევროპული ტიპის რესტორნებში წესებს უკეთესად, უფრო მაღალი სტანდარტით იცავენ, ვიდრე ქართული ტიპის რესტორნებში, სადაც მეტი ადამიანი იკრიბება და წვეულებები იმართება. ასევე ინფექციის გადაცემის ძირითადი წყარო რესტორანში არის არა ოფიციანტი, არამედ სტუმრები, რომლებიც პირბადეების გარეშე იმყოფებიან“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება აჭარას, ვიცე-პრემიერის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება გასულ თვეებთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა, მათავრობამ ღია სივრცეში აჭარაში რესტორნების მუშაობის ნებართვა გასცა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო რესტორნები დაკეტილია ევროპის არაერთ ქვეყანაში.

ცნობისთვის, 1-ელი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას განაახლებენ და მომსახურებას ღია სივრცეებში შეძლებენ.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)