დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში 8 თებერვლიდან დაიწყება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში 8 თებერვლიდან დაიწყება, - ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა.

მისი განმარტებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ორშაბათს ოფიციალურად წარუდგენს სენატს იმპიჩმენტის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს 6 იანვრის ამბოხების სტიმულირებაში ედება ბრალი.

ტრამპის ადვოკატები იმპიჩმენტის ბრალდებაზე პასუხს 2 თებერვალს შეიტანენ, მხარეების მოსმენა კი 8 თებერვალს დაიწყება. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა. ის პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატის წევრების 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ხმა 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც უნდა მისცეს. იმ შემთხვევაში, თუკი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანენ, სენატორებს საშუალება მიეცემათ გამართონ მეორე კენჭისყრა და ტრამპს მომავალში მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა აღუკვეთონ.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში 8 თებერვლიდან დაიწყება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა