ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, დაკავებულია 125-ზე მეტი ადამიანი

რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. გამოცემა გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, სპეცრაზმმა ვლადივოსტოკში მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა და 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ნოვოსიბირსკში „წითელი გამზირიდან“ „ლენინის მოედნამდე“ მსვლელობა მოაწყვეს. Тайги.инфо-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქში აქციის 8 მონაწილეა დაკავებული.

მიტინგი იმართება ქალაქ ულან-უდეშიც, სადაც დემონსტრანტები სკანდირებენ : „თავისუფლება.“ ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის დაკავების შესახებ.

რაც შეეხება რუსეთის დედაქალაქს, გამოცემა Meduza-ს ცნობით, საპროტესტო აქცია მოსკოვშიც დაიწყო და სამართალდამცავებმა დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით : „არ მეშინია!“

ორგანიზაცია OVD-info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, რუსეთის მასშტაბით, 125-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

ცნობისათვის საპროტესტო აქციის, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, გამართვა დღეს რუსეთის 93 ქალაქში იგეგმება.

ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

იხილეთ ვიდეო:ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, დაკავებულია 125-ზე მეტი ადამიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა