რუსეთში კორონავირუსის 20 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 559 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ - 19-ის 20 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 698 273-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 559 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 68 971-მდე გაიზარდა.

რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ისგან 3 109 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

იხილეთ ვიდეო:რუსეთში კორონავირუსის 20 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 559 ადამიანი გარდაიცვალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა