დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

მცხეთა-თბილისის ეპარქიის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

„საპატრიარქოს უწყებანის“ ინფორმაციით, დეკანოზ დიმიტრი აბაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ვირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია.

„22 იანვარს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (სამლოცველო) მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი. მამა დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა“,- ნათქვამია „საპატრიარქოს უწყებანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს