პორტუგალიაში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

პორტუგალიაში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნებზე ამომრჩევლების დაბალი აქტივობაა მოსალოდნელი.

კვლევითი ინსტიტუტის, ISC/ISCTE-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამომრჩევლების დაახლოებით 2/3-ი არჩევნების გადადებას უჭერდა მხარს.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებს, ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ უმრავლესობა მოქმედ პრეზიდენტს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ, მარსელო რებელო დე სოუზას უჭერს მხარს, 13.5-14.5%-იანი მხარდაჭერა აქვს პრეზიდენტობის კანდიდატ ანა გომეზს, ჩეგა ანდრე ვენტურა კი ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 10-12.5%-ს მიიღებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს