აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

როგორც "ალტერნატივას" წევრი მზია ქედელიძე აცხადებს, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს. მისი თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილი „ოპოზიციიდან გაიქცა და სკამისთვის იბრძოლა“.

თავის მხრივ, ირაკლი ჩავლეიშვილი მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით კომენტარს მედიასთან არ აკეთებს.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციური წევრია, რომელმაც შესვლაზე თანხმობა განაცხადა.

იხილეთ ვიდეო:აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა ნაგვის ურნა თავზე დააფარეს

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია