კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ დღეს აქციას გამართავს

კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ 24 იანვარს აქციას გამართავს. როგორც პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს ძალა გაბრაზებული ადამიანების, რომლებსაც უნდათ ამ რეგულაციების მოხსნა. მისი თქმით, საერთოდ არ ადარდებს ასეთ ვითარებაში აქციის გამართვაზე ეპიდვითარების გაუარესებაში თუ დაადანაშულებენ.

„ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ყველაფერს ატყუებდნენ. ტყუილია ისიც, რომ ახლა, ცოტა ხანში გახსნიან, ტყუილია ისიც, რომ ახლა ვაქცინა იქნება სწრაფად და ეშველებათ. კიდევ თვეების განმავლობაში არავის არაფერი ეშველება და დარჩებიან გამომწყვდეულები შიმშილის პირას, როგორც ახლა არიან, თუ არ გამოვლენ და არ გააპროტესტებენ. ერთადერი რაც ამ ხელისუფლებას ესმის, ეს არის ძალაა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 24 იანვარს, 14.00 საათზე გაიმართება. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეუერთდებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი