სერგო ჩიხლაძე ოპოზიციის განცხადებაზე - თუ "გირჩს" სურს, კი ბატონო, მოვიდნენ და შეუერთდნენ

განცხადება იყო გზავნილი, რომ დაანებეთ თავი მანიპულაციებს, ჟონგლიორობას, რაღაც თამაშებს, რომ აი ახლა ვიღაცას გადავიბირებთ, ვიღაც სხვანაირად ფიქრობს, ვიღაც დესტრუქციულია, ვიღაც კონსტრუქციულია და ა.შ. ცალსახად ეს იყო დემონსტრაცია , - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება განმარტა.

მისივე თქმით, პარტიების და ოპოზიციის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ერთი და იგივე პოზიციაზეა და ოპოზიცია არის ერთიანი.

“ამ განცხადების მიზანი არ ყოფილა ის, რომ რაღაც ახალი გაგვეგებინებინა “ქართული ოცნებისთვის”, ეს იყო კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება საჯაროდ, რომ ჩვენ იგივე პოზიციებზე ვართ. პირდაპირ ვთქვათ - ეს იყო გზავნილი, რომ დაანებეთ თავი მანიპულაციებს, ჟონგლიორობას, რაღაც თამაშებს, რომ აი, ახლა ვიღაცას გადავიბირებთ, ვიღაც სხვანაირად ფიქრობს, ვიღაც დესტრუქციულია, ვიღაც კონსტრუქციულია და ა.შ. ცალსახად ეს იყო დემონსტრაცია. რამდენიმე გზავნილი იყო ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ შევქმნით ხომ?! ერთი -კიდევ ერთხელ გაცხადება, რომ ჩვენ იგივე პოზიციებზე ვართ, თანამიმდევრულები ვართ და კონკრეტულ 4 საკითხზე გვინდა მოლაპარაკება და იგივეს ვთხოვთ, “ქართულ ოცნებას” მოვიდეს იგივე ამ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის, თავის კომპრომისული ვარიანტებით, რომელიც შეიძლება პირდაპირ არ ემთხვეოდეს, მაგრამ მერე მოხდება პოზიციების დაახლოება და მეორე გზავნილი იყო ის, რომ დიახ, ვართ ერთიანები და იმიტომ, რომ იყო რაღაც სპეკულაციები. პარტიების და ოპოზიციის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა იგივე პოზიციაზეა და ეს კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ საზოგადოებამაც, ჩვენმა ამომრჩევლებმაც იცოდეს რა პოზიციაზე ვართ და ვინ რა პოზიციაზე ვართ და ხელისუფლებისთვისაც გზავნილი იყო, რომ გეყოთ, მორჩით ამ მაიმუნობას, ჩვენ ვართ ერთ პოზიციაზე და მოდით, ამაზე ვილაპარაკოთ”, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ “გირჩი” და ალეკო ელისაშვილის პარტია უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ოპოზიციაა თუ ხელისუფლების ოპოზიცია.

“გირჩთან” იყო კომუნიკაცია, მათ ცოტა გაუგებარი განცხადებები გაავრცელეს მეტ სიღრმეებში აღარ შევალ. თუ მათ სურთ, კი ბატონო, მოვიდნენ და შეუერთდნენ. ზუსტად ეს არის ცუდი და დამაზიანებელი, რასაც “გირჩი” აცხადებს, რასაც ელისაშვილი აცხადებს. ანუ რამდენიმე კომპრომისული წინადადება ხომ მივიტანეთ, არც ერთი განხილული არ არის, ანუ ახლა კომპრომისის კომპრომისს ვეძებთ, მერე კიდევ კომპრომისის კომპრომისი და ვის მოველაპარაკოთ, ანუ საკუთარ თავს ხომ არ მოველაპარაკებით და “ქართული ოცნება” არ მოდის მოლაპარაკებებზე და ამიტომ არის დამაზიანებელი “გირჩის” რიტორიკა, არ ვიცი ეს არის სიბეცე თუ, ეს არის მიზანმიმართულად, უბრალოდ ნებისმიერ შემთხვევაში ეს აზიანებს და უნდა ჩამოყალიბდნენ ოპოზიციის ოპოზიციის ოპოზიცია არიან, ხელისუფლების ოპოზიცია არიან, ვინ არიან და როგორ პოზიციონირებენ და თუ მათ სხვა გზა აქვთ შექმნან და სხვა პეტიცია გააგზავნონ “ქართულ ოცნებასთან”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს “ქართულ ოცნებას” ერთობლივი განცხადებით მიმართეს, რომლითაც ისინი ხელისუფლებას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით