აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი - სკოლებში ინფიცირების შემთხვევები ფართო საზოგადოებასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია

აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულმა კვლევებმა უმნიშვნელო მტკიცებულება აჩვენეს იმისა, რომ სკოლები კოვიდ 19-ის ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა.

„მას შემდეგ რაც აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში, ისევე როგორც ზოგიერთ ქვეყანაში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, სკოლებში ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა, ძალიან მცირე მტკიცებულება არსებობს, რომ სკოლებმა საზოგადოებაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს,“ - აცხადებენ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.

ცენტრის მკვლევარები, ამ კონტექსტში, ყურადღებას ამახვილებენ უისკონსინის სოფლის 17 სკოლაში ჩატარებულ ცდებზე, სადაც მოსწავლეები პირბადეებს ატარებენ. მათი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სკოლებში 37%-ით ნაკლები იყო ვიდრე ფართო საზოგადოებაში.

კერძოდ, უისკონსინში ჩატარებული კვლევის თანახმად, 2020 წლის 31 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე სკოლების 5 303 მოსწავლესა და თანამშრომლისგან კორონავირუსი 191-ს დაუდასტურდა, საიდანაც სკოლებს მხოლოდ 7 შემთხვევა (3,7%) უკავშირდება და შვიდივე ინფიცირებული მოსწავლეა.

მათ კვლევა პარალელურად სკოლების ირგვლივ საზოგადოებაშიც ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ კოვიდ 19-ზე ჩატარებულმა ტესტების 7% -დან 40% -მა დადებითი შედეგები აჩვენა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები შეიძლება ასე განიმარტოს : სკოლებში, მოსწავლეებსა და თანამშრომლებს შორის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000-ს მოქალაქეზე 3 453-ია, ფართო საზოგადოებაში კი - 54 466.

მეცნიერები აცხადებენ, რომ სკოლების დახურვამ შეიძლება გავლენა იქონიოს აკადემიურ წინსვლასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ინფექციის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია პირბადეების გამოყენება, სოციალური დისტანცირება და ვენტილაცია.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი - სკოლებში ინფიცირების შემთხვევები ფართო საზოგადოებასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა