არჩილ თალაკვაძე - მათი საყვედურების სიხშირე და ტონალობა გვარწმუნებს იმაში, რომ მანდატების შეწყვეტის საკითხზე ოპოზიცია საკმაოდ ნერვიულობს

მანდატების შეწყვეტის საკითხზე თუ ვინმეს აქვს პოზიცია შეცვლილი, ეს რადიკალური ოპოზიციური პარტიებია - თავიდან აცხადებდნენ, რომ მანდატების შეწყვეტა სურდათ და ახლა აქეთ გვსაყვედურობენ, რომ თითქოს პარლამენტში მხოლოდ ორი-სამი პარტიის დატოვება გვსურს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

„მათი საყვედურების სიხშირე და ტონალობა გვარწმუნებს იმაში, რომ მანდატების შეწყვეტის საკითხზე ოპოზიცია საკმაოდ ნერვიულობს. ჩვენ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.

28 იანვრის სხდომაზე კი, კომიტეტი პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, სწორედ ოპოზიციონერთა მანდატების შეწყვეტა იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა