მამუკა ხაზარაძე - საზოგადოება ამოიღებს ხმას და არა მარტო ახალ არჩევნებს მივიღებთ, არამედ მივიღებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც 30 წელია არ გვქონია

გარწმუნებთ, პრობლემა, რომელიც უსამართლო მართვის მენეჯმენტის გამო შეიქმნა, გადაიზრდება იმაში, რომ საზოგადოება ამოიღებს ხმას და არა მარტო ახალ არჩევნებს მივიღებთ, არამედ მივიღებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც 30 წელია არ გვქონია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანაში დაიწყო უკუპროცესი, რის გამოც ყალიბდება, ახალი სამოქალაქო საზოგადოება და რომელიც დაკვეთას გაუკეთებს პოლიტიკოსებს.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს უკეთესი ქვეყანა, ასეთი ქვეყანა კი ტყუილზე არ შენდება. „ლელოს“ გვქონდა შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომლებიც წარმოადგენენ მცირე თუ საშუალო ბიზნესს. ბიზნესს, რომელიც გაუქმდა ან გაკოტრდა ამ მთავრობისა და პანდემიის ფონზე.

მოსახლეობას, რეალურად, ხელისუფლებამ გვითხრა, რომ გამოსავალი არის ჩაკეტვა, მაგრამ ამით არანაირი გაკვეთილი არ მიგვიღია გარდა გარეთ დარჩენილი, უმუშევარი, მშიერი ხალხისა. დაიწყო უკუპროცესი და სწორედ ამიტომ საქართველოში ყალიბდება, ახალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაკვეთას გაუკეთებს პოლიტიკოსებს. ისინი მოვიდნენ ჩვენთან და გაგვაცნეს საკუთარი მოთხოვნები, შეხედულებები. ამასთან ერთად მოგვიწოდეს, რომ ჩვენ ვართ პარტია, სწორედ ამიტომ ვალდებულნი ვართ გვერდში დავუდგეთ. ასე ხდება დემოკრატიულ ქვეყანაში. იქ, სადაც არსებობს ჩამოყალიბებული, სამოქალაქო საზოგადოება ასევე არსებობს პროგრესი და უკეთესი ხვალინდელი დღე.

გარწმუნებთ, პრობლემა, რომელიც უსამართლო მართვის მენეჯმენტის გამო შეიქმნა, გადაიზრდება იმაში, რომ საზოგადოება ამოიღებს ხმას და არა მარტო ახალ არჩევნებს მივიღებთ, არამედ მივიღებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც 30 წელია არ გვქონია.“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა