ვახტანგ კალოიანი - რა ცვლილებებიც არ უნდა შეიტანონ რეგლამენტში, ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტს, სამწუხაროდ, ეს ვერ გააპატიოსნებს

ის პოლიტიკური თამაშები, რაც დღეს პარლამენტში მიდის, რეალურად აზრს მოკლებულია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კალოიანმა პარლამენტის მიერ რეგლამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. კალოიანის შეფასებით, რეგლამენტის ცვლილება „ერთპარტიულ და არალეგიტიმურ პარლამენტს ვერ გააპატიოსნებს“.

„ის პოლიტიკური თამაშები, რაც დღეს პარლამენტში მიდის, რეალურად აზრს მოკლებულია. ეს არის შიდა გართობა და სერიოზულად მისი აღქმა არ შეიძლება, რა ცვლილებებიც არ უნდა შეიტანონ რეგლამენტში, ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტს სამწუხაროდ ეს ვერ გააპატიოსნებს. შესაბამისად, ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვანიჭებთ. ჩვენ ვრჩებით ერთგული ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადების მიმართ, სადაც ცალსახად არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები“, - განაცხადა კალოიანმა.

ცნობისთვის, დღეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. მათგან სამს: - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა