პარლამენტის წინ მოძრაობამ „ხალხისთვის" და არასამთავობო ორგანიზაციებმა აქცია - „ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს, ქვეყანა უნდა გაიხსნას" გამართეს

„ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს, ქვეყანა უნდა გაიხსნას"- ამ სლოგანით პარლამენტის წინ მოძრაობა „ხალხისთვის" და არასამთავობო ორგანიზაციებმა აქცია გაიმართეს. აქტივისტებმა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მოითხოვეს. აქტივისტების განმარტებით, თანამდებობის პირები, რომლებმაც მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესეს, თვითონ ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილებიან და ამ ფონზე კი მოქალაქეების საჭიროებები არ ესმით. ამასთან, აქტივისტებმა აქციაზე ჩამოთვალეს იმ მაღალი თანამდებიბის პირების სახელები და გვარები, რომლებიც მათივე თქმით, ძვირადღირებული ავტომანქანებით გადაადგილდებიან.

„თბილისის მერი კახა კალაძე - FIAT 500 ABARTH; თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი – Toyota Forruner; თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას –" ნისან მურანო"; თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - აუდი A8, RANGE ROVER VELAR; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა – Mercedes Benz ML class; ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი – "ტოიოტა რავ 4"; საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - "აუდი ა6"; ჯანდაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე – mercedes G 300 D 2; გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი -Mercedes-Benz; ირაკლი კობახიძე - Mercedes-Benz S-Class; ლევან კობიაშვილი - Mercedes benz; ბექა ოდიშარია- 1. TOYOTA LANDCRUIZER LC 200; ნინო წილოსანი -Toyota 200 , ბმვ X 5; არჩილ თალაკვაძე - Harley-Davidson, Mini Cooper S; გიორგი კახიანი- 1. mercedes-benz GL; 300 - mercedes-benz ML; დავით მათიკაშვილი - Toyota Camry; დავით სერგეენკო- Toyota Prado, Nissan Kicks; ირაკლი სესიაშვილი – scion; ალექსანდრე მოწერელია- ავტომობილი Grand Cherokee; სავალან მირზოევი - NISSAN PATROL , NISSAN JUKE; ვიქტორ ჯაფარიძე – ml; გიორგი გახარია – ტოიოტა RAV4“, - ნათქვამია აქტივისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ადამიანები, რომლებიც შეზღუდვებს გვიწერესებენ, შავ ჯიპებში სხედან და ჩვენი პრობლემები არ ესმით, მათ არ ესმით ჩვენი სოცილაურ ეკონომიკური საჭიროებების. მოვუწოდებთ შეზღუდვების მოხსნისკენ", - განაცხადა აქტივისტმა ნინო წულაძემ.

მათივე განმარტებით, 29 ინვარს, 11:00 საათზე კიევის ქუჩაზე შეიკრიბებიან და დაწესებული რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით ავტომობილების სიგნალით აქცია-პერფორმანსს გამართავენ სახელწოდებით "მიეცი სიგნალი".

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო