მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის განწყობაა, რომ ოპოზიციონერებს მანდატები შეუწყდეთ - თუ ნერვიულობენ, გაიტანონ განცხადებები და გარანტია ექნებათ, რომ არ შეუწყდებათ უფლებამოსილება

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით თავისუფალ კენჭისყრაზე საუბარი არ მიმდინარეობს და გუნდური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როგორც მდინარაძემ განაცხადა, კენჭისყრის წინ ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, თუმცა, ვერავის მისცემს იმის გარანტიას, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება.

„როგორც ჩანს, ძალიან ნერვიულობენ (ოპოზიციაში), თუ ნერვიულობენ გაიტანონ განცხადებები და აქედან გამომდინარე გარანტია ექნებათ, რომ არ შეუწყდებათ უფლებამოსილება. რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, შეგვიძლია დავეჯითებით ვთქვათ, რომ ჯერ სხვა გადაწყვეტილების შესახებ თქვენთვისაც არაფერია ცნობილი და ჩვენთანაც ასეა. კიდევ ერთი სხდომა იქნება, თუმცა, ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილებაა - განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ უმრავლესობის განწყობაა, რომ შეუწყდეთ, რადგან მყარი არგუმენტია, რომ მათ ეს სურთ და მათი ნების საწინააღმდეგოდ ცოტა რთულია ვიმოქმედოთ.

რაც შეეხება თავისუფალ კენჭისყრას, ასეთი წინადადება ჯერ არ დამდგარა უმრავლესობაში, თუმცა, იყო აზრი, რომელიც ერთი წამით გახმოვანდა თავისუფალ კენჭისყრაზე, მაგრამ ამის აუცილებლობაზე არავინ განაცხადა თანხმობა, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ გუნდური ერთობლივი გადაწყვეტილება, რაც მიღებულია, ერთი სხდომა დარჩენილია კენჭისყრის წინ და რაიმეს შეცვლის გარანტიას ნამდვილად ვერ მივცემ ვერავის,"- განაცხადა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია