უფრაქციო დეპუტატებისათვის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პარლამენტი პირვანდელი სახით მიიღებს

უფრაქციო დეპუტატებისათვის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პარლამენტი პირვანდელი სახით მიიღებს.

პლენარულ სხდომაზე, პროექტს მეორე მოსმენით იმდაგვარად უყარეს კენჭი, რომ მასში არ აისახა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უფრაქციო საპარლამენტო ჯგუფს ასევე ჰყოლოდა ხელმძღვანელი და ჰქონოდა საკუთარი შიდა დებულება.

„საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ რეგლამენტში ეს ნორმა არ დაიწეროს. ამ ეტაპზე რაღაც სახის სუბიექტის გაჩენა, რაც ფრაქციის სტატუსთან თანხვედრაში შეიძლება მოსულიყო, მიზანშეუწონლად ჩაითვალა. ამიტომ პროექტის პირვანდელ ვარიანტს დავუბრუნდით“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის სტატუსის მქონე უფრაქციო დეპუტატების მიერ ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენა, ასევე საპარლამენტო დებატებში, ინტერპელაციაში, პირველ და მეორე მოსმენაში მათი 15-წუთიანი გამოსვლებით მონაწილეობა.

ამასთან, 27 იანვრის პლენარულ სხდომაზე, პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უფრაქციო დეპუტატებისათვის საპარლამენტო პრივილეგიების კიდევ უფრო გაფართოების ინიციატივით გამოვიდა და მმართველ გუნდს პროექტის ასეთი დათქმით მიღება შესთავაზა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პროექტის პირვანდელი ვარიანტი საკმარისი და ოპტიმალურია. ამ კონტექსტში თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ფრაქციას, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს საპარლამენტო ცხოვრებაში თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია და წონა უნდა დარჩეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა