ივერი მელაშვილი - ყოველგვარი მცდელობა, „ივერი გამოვუშვათ და სხვა დავიჭიროთ“, იქნება იმ საზიზღრობის გაგრძელება, რომელიც აქამდე ტრიალებდა - ეს მარაზმი უნდა დასრულდეს

მე პოლიტიკაში არ ვყოფილვარ და არც პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ის, რის გამოც ჩემი დაკავება მოხდა, აბსოლუტურად პოლიტიკური მიზანია, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა.

მელაშვილის განმარტებით, ხელისუფლებას მისი დაკავების ორი მთავარი მიზანი ჰქონდა - წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლის განხორციელება და პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება.

„პირველი მიზანი იყო წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლის განხორციელება და მისი გაშავება, თითქოს მან ტერიტორიები გადასცა. მეორე მიზანი იყო ჩვენ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება. ორთავე არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. არავინ უნდა აღმოჩნდეს ციხეში. ცალსახად მინდა განვაცხადო - ყოველგვარი მცდელობა, ივერი გამოვუშვათ და სხვა დავიჭიროთ, იქნება იმ საზიზღრობის გაგრძელება, რომელიც აქამდე ტრიალებდა. ეს მარაზმი უნდა დასრულდეს და პოლიტიკური მიზნით სულელური ბრალდებები უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ეს თემა ძალიან სენსიტიურია, ამ საკითხებს უნდა სამუშაო დონეზე წყნარად გადაწყვეტა და შემდეგ საჯაროდ გამოტანა“, - აღნიშნა ივერი მელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს