ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტია მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს. ელისაშვილის განცხადებით, ამის შესახებ შეთანხმება დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა.

"ჩვენ, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ "ქართული ოცნების" ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან. ეს შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მისი გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტური ცვლილება და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ დეტალურად განვმარტოთ. ელექტრონული არჩევნების წესი, "კარუსელის" ნებისმიერი სახის პრევენციისთვის ხმის მიცემა მოხდება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იდგება ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას. სამი კამერა იქნება, სადაც "ლაივსტრიმი" წამოვა ყველა უბნიდან ისე, რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე. ცესკო-ში საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა - "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", არამედ 7-ვე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთანავე, როგორც ალეკო ელისაშვილმა განმარტა, იმ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება, რომლებზეც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს. ელისაშვილის თქმით, თუ ეს ასე არ იქნება, ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს კვლავ დატოვებენ. „ყველაზე მთავარი, ალბათ, კითხვას დამისვამთ: „როგორ ენდობით „ქართულ ოცნებას“, რა გარანტია გაქვთ, რომ არ მოგატყუებენ, არ გადაგაგდებენ.“ ამ დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით, რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება უნდა მოხდეს პირველ მარტამდე, ხოლო ამ საკითხების განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება როგორც შევალთ პარლამენტში, ისე გავალთ ერთი თვის განმავლობაში,“- განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია