ბადრი ჯაფარიძის განცხადებით,  „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დადებული მემორანდუმი იმ საკითხების ნაწილია, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდთან მოლაპარაკების 4 რაუნდის განმავლობაში განიხილავდა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დადებული მემორანდუმი სიახლეს არ წარმოადგენს და ეს არის იმ საკითხების ნაწილი, რასაც ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდთან ერთად მოლაპარაკების 4 რაუნდის განმავლობაში განიხილავდნენ.

როგორც ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მემორანდუმში არ არის ძირითადი საკითხები - ვადამდელი არჩევნების თემა და პოლიტპატიმრების სრულად გათავისუფლება.

„მემორანდუმი, რომელზეც ვსაუბრობთ, არის იმ 4-პუნქტიანი შეთანხმების ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვიხილავდით 4 რაუნდზე შეხვედრებისას „ქართულ ოცნებასთან“. ასე რომ, ეს ტექსტი არის იმ ტექსტის ნაწილი, რომელსაც ვიხილავდით. სამწუხაროდ, ძირითად პუნქტებზე ვერ შევთანხმდით „ქართულ ოცნებასთან“ - ეს არის ვადამდელი არჩევნები და ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება სრულად. იმ პუნქტებზე, რაც მემორანდუმშია, დიდი ხანია შეთანხმებული ვიყავით. იქ არის ნაწილი, რომელიც სახეცვლილებით არის გადმოტანილი მემორანდუმში. ეს არის იმ შეთანხმების ნაწილი და არა მთლიანი შეთანხმება, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. ეს მემორანდუმი სიახლეს არ წარმოადგენს. საერთოდ პოლიტიკური პატიმრების არსებობა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, გარდა ამისა, აქ არ არის ასახული ვადამდელი არჩევნების თემა, რაც შესათანხმებლად არის დარჩენილი და რაც განმუხტავდა პოლიტიკურ კრიზისს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ორი წევრი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედის. „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი