ანა დოლიძე - ხელისუფლებამ გონივრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი უნდა გახსნას, შეზღუდვები, რომელიც შემორჩენილია, ლოგიკას არ ექვემდებარება

ხელისუფლებამ გონივრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი უნდა გახსნას, შეზღუდვები, რომელიც შემორჩენილია ლოგიკას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ანა დოლიძე განმარტავს, პირველ რიგში უნდა გაიხსნას ტრანსპორტი და სკოლები, ამასთან, გაუქმდეს ე.წ. კომენდანტის საათი.

„მგონი, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის კონსენსუსი, რომ შეზღუდვები, რომელიც რჩება პირველი თებერვლის შემდეგ, არაგონივრულია. ხელისუფლებამ გონივრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი უნდა გახსნას. პირველ რიგში, ტრანსპორტი და სკოლები, მოაცილოს ე.წ. კომენდანტის საათი, გახსნას მთის კურორტები.

თუ შესაძლებელია კახეთში სასტუმროები იყოს ხალხით გამოტენილი, როგორ შეიძლება უფრო მეტად გავრცელდეს კორონავირუსი ბაკურიანში ან გუდაურში?! ეს შეზღუდვები, რომელიც შემორჩენილია, ლოგიკას არ ექვემდებარება.

გონივრული და ჭკვიანი რეგულაციებით ჩვენი ეკონომიკის სექტორები უნდა გაიხსნას”, - აცხადებს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, რესტორატორები და და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავენ. მათი თქმით, დაწესებულმა შეზღუდვებმა ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

აქციას შეურთდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა