"აიპლიუსი" 1-ელი თებერვლიდან ფილიალებში მუშაობას უბრუნდება

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია "აიპლიუსი" 1-ელი თებერვლიდან ფილიალებში მუშაობას უბრუნდება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" „აიპლიუსიდან" აცნობეს, ონლაინ გაყიდვებთან ერთად, ორშაბათიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ფილიალები მუშაობას განაახლებენ.

"1-ელი თებერვლიდან ფილიალები აქტიურ მუშაობას უბრუნდება. ყოველდღიურად, 10:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით, მომხმარებლებს შეეძლებათ Apple-ის, Samsung-ის, Xiaomi-ის, Playstation-ის, Xbox-ის და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციის შეძენა. სპეციალურად, დაბრუნებასთან დაკავშირებით, მომხმარებლები კვირის ბოლომდე სხვადასხვა აქსესუარებზე 60%-მდე ფასდაკლებებით ისარგებლებენ", - აცხადებს პეკინის ფილიალის მენეჯერი ირაკლი ჭანკვეტაძე.

კომპანიის განცხადებით, ფილიალები აღჭურვილი იქნება დეზობარიერებით, თერმოსკრინინგის აპარატებით, ხელთათმანებითა და პირბადეებით, რათა მომხმარებლებმა თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი