პარლამენტთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი „ხალხს შია“ გაიმართა

„ხალხს შია“ ამ სახელწოდებით პარლამენტთან აქცია - პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ცარიელი მაცივარი მიიტანეს შემდეგი შინაარსის წარწერებით :“ხალხს შია, უფუნქციო მაცივარი“ . ისინი ამ სახით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მათ მოხსნას მოითხოვენ.

მათი მოთხოვნაა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაუქმდეს „კომენდანტის საათი“ და გაიხსნას ეკონომიკა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ პირობებში როცა ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს და 4% -ის ფარგლებშია, შეზღუდვები აუცილებლად უნდა მოიხსნას, რადგან სოციალური მდგომარეობა უკვე საგანგაშოა და ადამიანებს შიათ.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით "ხალხს შია" გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა