ამირან გამყრელიძე - „ფაიზერის“ შემდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ შემდეგ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.

რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას საქართველო სავარაუდოდ, 15 თებერვლის შემდეგ მიიღებს.

„პირველ ეტაპზე, თებერვლის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, 15 თებერვლის შემდეგ, „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ დოზებს მივიღებთ. ეს იქნება 29 250 დოზა. მოგეხსენებათ, ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის გამოშვებით. როგორც ჩვენს ვაქცინის დანერგვის გეგმაშია, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება, თუმცა, სრულად არა, რადგან სამედიცინო პერსონალი გაცილებთ მეტია. ამიტომ, მეორე ეტაპისთვის სამედიცინო პერსონალი სრულად იქნება მოცული.

„ფაიზერის“ შემდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა. პირველ ეტაპზე საუბარია 180-დან 300 000 დოზამდე. შემდეგ უკვე თანდათანობით შეივსება ვაქცინების მარაგი, რაზეც შელშეკრულება გაფორმებული გვაქვს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და პანდემიას დამარცხება შესაძლებელი გახდება.

„პანდემიის დამარცხების ერთადერთი იარაღი ვაქცინაა. მოგეხსენებათ, ამ ვირუსზე პირდაპირი მოქმედების წამალი არ არის. დღეს მხოლოდ და მხოლოდ არის ის რეგულაციები და შემზღუდავი ღონისძიებები, რაც გამოიყენება და უკვე დაწყებული ვაქცინაცია. ვაქცინა ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის ყველაზე მძლავრი იარაღია. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სამედიცინო პერსონალმა უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ მაქსიმალურად მაღალი იმუნური ფენა საზოგადოებაში. წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, რაც რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაშინ საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და პანდემიას დავამარცხებთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ საზოგადოებას ვაქცინაციის შესახებ მხოლოდ სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რაშიც მედიის როლი საკმაოდ დიდია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მხოლოდ ის ვაქცინა შემოდის, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეკომენდაცია აქვს და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

„ჩვენთან რაც შემოდის, ის ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და უსაფრთხოა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა