აშშ-ში კორონავირუსის 110 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 789 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 110 470 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26 185 355 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 1 789 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 441 319 -ს მიაღწია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ყველაზე მეტი, 95 245 ადამიანი იანვარის თვეში გარდაიცვალა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 49 933 250 დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 31 123 299 დოზაა გამოყენებული.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი