დავით მათიკაშვილი - „გირჩის“ სულისკვეთება მესმის, რადგან საპარლამენტო რესურსი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიერ მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს

„გირჩის“ სულისკვეთება მესმის, რადგან ჩემი აზრით, საპარლამენტო რესურსი მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიერ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში გაიმართება.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც გადალახა ბარიერი და მიიღო შესაძლებლობა, გამოიყენოს საპარლამენტო რესურსი საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისთვის, არ იყენებს მას, უარს ამბობს მანდატებზე. არსებობს რეგლამენტი და გვიწევს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ამ კუთხით სესიაზე. თითოეული დეპუტატის დისკრეციაა და ყველა მიიღებს გადაწყვეტილებას სასესიო დარბაზში. საკითხზე ვიმსჯელებთ უმრავლესობის ფორმატშიც. რაც შეეხება "გირჩის" განცხადებას, მისი სულისკვეთება მესმის, რადგან ჩემი აზრით, საპარლამენტო რესურსი მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიერ. ამისკენ საერთაშორისო პარტნიორები, სადამკვირვებლო ხელმძღვანელები, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ სრულიად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, თუმცა, შესაბამისი პროცედურა უნდა იყოს დაცული. ამ საკითხზე დეპუტატების მიერ გადაწყვეტილება დისკრეციულად იქნება მიღებული და კონსულტაციებიც გაიმართება გუნდის შიგნით. როცა დეპუტატი ღილაკზე თითის მიჭერით გადაწყვეტილებას იღებს, საკუთარ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ ხდება უმრავლესობის ფორმატშიც თითოეული საკითხის განხილვა და შესაბამისი კონსულტაციები. ამ საკითხზე მეტს არ დავკონკრეტდები“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა