„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

დღეს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 10:00 საათზე არის ჩანიშნული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რომელზეც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ.

გუშინდელ სხდომაზე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს გარკვეული გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციონერებისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, თუმცა როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს ან არ წინააღმდეგ წავიდეს უმრავლესობა, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება.

"შესაძლოა, ჩვენი ოპონენტების ნაწილს ჩვენი გადაწყვეტილება, თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში, არ მოეწონოს. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში იმის საპირისპიროდ, რასაც ტელეეთერებში ვხედავდით, რომ ისინი გაგულისებულები და საკმაოდ მაღალ ტონში საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევწყვიტოთ უფლებამოსილება, რადგან მათი ნება ასე იყო გამოხატული, ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავდით როგორც კულუარებში, ასევე ოპოზიციის მედია საშუალებებში, ყველა დეპუტატის პირადი მოსაზრების დონეზე იყვნენ დაინტერესებულები, რას ფიქრობდნენ ამის შესახებ. გამოჩნდა, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც ასე დაჟინებით ითხოვდნენ, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება ძალიან დიდი ნერვიულობაა“,- განაცხადა მდინარაძემ 1 -ელ თებერვალს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, დღეს, 2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა. სესია 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

იხილეთ ვიდეო:"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა