დავით ზილფიმიანი - ჩვენ მანდატების გაუქმებას მხარს არ დავუჭერთ

პარლამენტის წევრის, „ევროპელ სოციალისტ“ დავით ზილფიმიანის განცხადებით, ისინი ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტმა ყველაფერი უნდა გაკეთოს იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხი ჩავარდეს.

„ჩვენი პოზიცია ისევ უცვლელია. მგონი, პარლამენტმა ყველაფერი უნდა გაკეთოს იმისთვის, რომ ეს საკითხი ჩავარდეს. მიზეზებზე ბევრჯერ ვისაუბრე. თუ დღეს ეს საკითხი არ ჩავარდება, ამის იქით არაფერი აღარ არის. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, კეთილგონიერება გაიმარჯვებს და დღეს ეს საკითხი ჩავარდება“,-განაცხადა ზილფიმიანმა.

მისი თქმით, ეს ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის ერთგვარი სივრცის დატოვება იქნება.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ საარჩევნო კანონი შესაცვლელია, ასეთი წესით ვერ ჩატარდება. იმისთვის, რომ ახლებურად, ელექტრონული მეთოდით ჩატარდეს, ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო იქნება 2/3-ის მოგროვება. ამიტომ, ვთქვათ ისეთი კანონი მომზადდა, რომელიც ყველას მოსწონს, შესაძლოა, ოპოზიცია შემოვიდეს, მისცეს ამ კანონს ხმა და ისევ გავიდეს, ესეც ხომ შესაძლებელია?! ჩვენ მანდატების გაუქმებას მხარს არ დავუჭერთ“,-განაცხადა ზილფმიანმა.

იხილეთ ვიდეო:დავით ზილფიმიანი - ჩვენ მანდატების გაუქმებას მხარს არ დავუჭერთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა