მამუკა მდინარაძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტია, როცა ივერი მელაშვილზე აზრის გამოხატვა „თავდასხმად“ აღიქმება, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე რომ ნაგავი ჩამოამხეს, „გამოხატვის თავისუფლებაა“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტია, როდესაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულ ივერი მელაშვილზე აზრის გამოხატვა „თავდასხმად“ აღიქმება, ხოლო ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი ჩამოამხეს, „გამოხატვის თავისუფლებაა“.

როგორც მდინარაძემ თემის კომენტირებიას აღნიშნა, ის “ამ მარაზმულ ნარატივში ვერც ჟურნალისტებს გაყვება და ვერც ვერავის“.

„გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ჟურნალისტმა იმგვარად დამისვა შეკითხვა, მეგონა ეს უმძიმესი თავდასხმა იყო( ლამის ვიფიქრე შეიარაღებული თავდახმა ხომ არ იყო მეთქი). ასეთი დამოკიდებულება, ასეთი მოცემულობის წარდგენა პოლიტიკოსთან, კითხვის არასწორი ფორმით ნიშნავს სტანდარტს, მაშინ როდესაც თურმე არაფერს ნიშნავდა და გამოხატვის თავისუფლება იყო ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც ნაგავი ჩამოამხეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას არ დაემთხვა. ეს გამოხატვის თავისუფლება იყო და გუშინდელი ინციდენტი თურმე თავდასხმა. ეს არის ორმაგი სტანდარტი. იმ ადამიანს შეიძლება აბსოლუტურად სჯეროდა და სწამდა იმის, რასაც ამბობდა. მეორე მხრივ, ჩვენ თავდასხმას არ ვუწოდებთ ნაგვის თავზე ჩამომხობას, ადამიანის შეურაცხყოფას, პატივისა და ღირსების შელახვას და ეს თურმე, უკაცრავად “ნაცების“ და მათი პროპაგანდისტების აზრით, „მოსულა“. ადამიანს უთხრა მისი აზრი, თუნდაც იმ ფორმით, ეს თურმე არ მოსულა. ორმაგი სტანდარტია, თორემ ამასაც გავაკრიტიკებდით. მესმის, რომ გინდათ ეს თავდასხმა იყოს და ის ფაქტი გამოხატვის თავისუფლება. ბათუმის ინციდენტი გამოხატვის თავისუფლება იყოს და ეს თავდასხმა, ამ მარაზმულ ნარატივში ვერ ჩავყვები ვერც ჟურნალისტს და ვერც ვერავის“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ "მოღალატე" , „გამყიდველი“ უწოდა.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტია, როცა ივერი მელაშვილზე აზრის გამოხატვა "თავდასხმად" აღიქმება, ხოლო დეპუტატს თავზე რომ ნაგავი ჩამოამხეს, "გამოხატვის თავისუფლებაა"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა