რვა ნარკოტიკული ნივთიერების დოზების დადგენასთან დაკავშირებულ პროექტს ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

ხვალ, 3 თებერვალს პარლამენტი, პირველი მოსმენით, “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.

პროექტით ხდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რვა ნარკოტიკული ნივთიერების მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობების განსაზღვრა და დოზების დადგენა.

ინიციატორთა განმარტებით, აღნიშნული ნივთიერებები პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე შეირჩა, ხოლო ოდენობების განსაზღვრისას, მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები. ეს ნივთიერებებია: - ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. კრაკადილი), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. ექსტაზი), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

ინიციატორთა ინფორმაციით, ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით.

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებით კი, პარლამენტში ინიცირებული პროექტი პრობლემას ვერ აგვარებს. როგორც პროექტის საკომიტეტო განხილვისას ითქვა, დოზების განსაზღვრის საწყის წერტილად აღებული უნდა იყოს არა ეპიზოდური მომხმარებლის ერთი დოზა, არამედ რეგულარული მომხმარებლის დღიური დოზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგულარული მომხმარებელი კვლავ სისხლის სამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდება.

“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მიხეილ სარჯველაძის, თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, დიმიტრი ხუნდაძისა და ვლადიმერ კახაძის საკანონმდებლო ინიციატივაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა