გიგი უგულავა - აირია "ქოცისტანი" და კენჭისყრა ჩააგდეს - როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ: კრემლმა უკან დაიხია, ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ!

აირია "ქოცისტანი" და კენჭისყრა ჩააგდეს - როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ: კრემლმა უკან დაიხია, ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ! , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულით ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის ჩავარდნას ეხმაურება.

როგორც უგულავა წერს, მათ მუხლები აუკანკალდათ და მარტო დარჩენის შეეშინდათ.

„ლუსტრაცია გრძელდება! ყოფილმა „გირჩმა“ აწ უკვე ქლიავების პარტიამ „ოცნებას“ მოუწოდა არ ეყარა კენჭი უფლებამოსილების შეწყვეტისთვის. სადაა მეგობრებო არჩევანის თავისუფლება, კონსტიტუციის პატივისცემა. მერე, ელჩი ჰარცელის მუქარამ, რომ ფასილიტაციიდან ელჩები გავიდოდნენ, „ქოცები“ დააპანიკა, ახალ „ქოცებსაც“ უტყდებოდათ კენჭისყრა. აირია „ქოცისტანი“ და კენჭისყრა ჩააგდეს. ერთი ადგილი არ ეყოთ, მუხლები აუკანკალდათ, მარტო დარჩენის შეეშინდათ და რაც გაქაჩეს ესაა - ელისაშვილს გაყალბებაზე ლაპარაკი აუკრძალეს, მანაც მორჩილად ცხვირი დახარა. ბოიკოტი კი გრძელდება, მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე არჩევნები და გიორგი რურუას განთავისუფლება. ბოიკოტი მუშაობს - გარეთაა დანარჩენი პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით, როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ - კრემლმა უკან დაიხია. ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ“, - აცხადებს უგულავა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი