სტამბოლში პოლიციამ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მასწავლებლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე 159 ადამიანი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში გამართულ აქციაზე, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ბოგაზიჩის უნივერსიტეტის რექტორის დანიშვნა გააპროტესტეს, 159 ადამიანი დააკავა.

მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები სკანდირებდნენ : "პოლიცია, წადი" და "უნივერსიტეტები ჩვენია". სტამბოლის ბოგაზიჩის უნივერსიტეტის სტუდენტები მელიჰ ბულუს რექტორად დანიშვნას თითქმის ერთი თვეა აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მისი დანიშვნა არადემოკრატიულად მოხდა.

სტუდენტები ასევე იმ ოთხი ადამიანის გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალური ქსელის მომხმარებელმა მათი პლაკატის გაზიარება დაიწყო, რომელზეც ისლამური იკონოგრაფია და ლგბტ სიმბოლიკა ერთად იყო გამოსახული.

იხილეთ ვიდეო: სტამბოლში პოლიციამ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მასწავლებლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე 159 ადამიანი დააკავა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს