ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) 15,5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

" ამ დროისთვის მიმდინარეობს კომუნიკაციების გადატანის, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლისა და მიწის სამუშაოები. მშენებლობის დასრულება გაზაფხულზე იგეგმება. გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან. გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი. პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია.

პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის, გურჯაანის შემოვლითი 15.5 კმ-აიანი მონაკვეთის უსაფრთხოების ხარისხი, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები",-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია