თამარ გაბუნია - სკოლის დახურვის შემთხვევა არ ყოფილა, ყველა სკოლამ წარმატებით დაიწყო და აგრძელებს ფუნქციონირებას

სკოლის დახურვის შემთხვევა არ ყოფილა. ყველა სკოლამ წარმატებით დაიწყო და აგრძელებს ფუნქციონირებას“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა, რითაც 5 ქალაქში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

როგორც თამარ გაბუნია აცხადებს, პედაგოგები სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებიც კორონავირუსზე იტესტებიან.

„დახურვის შემთხვევა არ ყოფილა. ყველა სკოლამ წარმატებით დაიწყო და აგრძელებს ფუნქციონირებას. იყო მცირე რაოდენობა მოსწავლეების, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს სწავლება. რაც შეეხება პედაგოგების და სკოლის პერსონალის ტესტირებას, აქ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის მაღალი რისკის ჯგუფი, ვინ შეიძლება იყო ინფექციის უფრო აქტიურად გადამტანი . როდესაც ვსაუბრობთ დასაქმებულების ტესტირებაზე, აქაც გარკვეული მიდგომაა, როდესაც პროპორციულად 20% არის ის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს გარკვეულ მონაცემებს ინფექციის გავრცელების შესახებ. მასწავლებლების შემთხვევაში ჩვენი სამიზნეა ყველა პედაგოგიური პერსონალი და სასკოლო გარემოში დასაქმებულები. ბავშვებთან მიმართებაში ასეთი სისტემური ტესტირების შესახებ არც მკაფიო მონაცემი არსებობს, რაც ამ გადაწყვეტილებას ხელს შეუწყობდა. რესურსის თვალსაზრისით, რესურსტევადია. ამდენად, ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება მასწავლებლების ტესტირებას“,- აცხადებს გაბუნია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა